აჭარაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 მარ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 147 პირი, მძიმეა 25 პაციენტის მდგომარეობა, 3 პირი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

კლინიკურ სასტუმროებში რეგიონის მასშტაბით 35 პირია მოთავსებული. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 15.

აჭარის მასშტაბით ამ ეტაპზე 583 პირია თითიზოლაციაში.