დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

21 მარ 2021

„ჩვენ  ვაკავშირებთ“- წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება. ცნობიერების ამაღლების მიზნით დღეს რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.რეაბილიტაციის ცენტრში აღსაზრდელებს  გასართობი პროგრამა შესთავაზეს.

ტრადიციულად გამოფენილი იყო ჭრელი წინდები - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. პირველად ეს დღე 2006 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.