100 წელი ბათუმის გათავისუფლებიდან

21 მარ 2021

100 წელი გავიდა გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით ბათუმის განთავისუფლებიდან. დღეს გმირთა საფლავებთან ბათუმში ჩოხოსნები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. დეკანოზმა  სერგი რუხაძემ კი გმირთა საფლავებზე პანაშვიდი გადაიხადა.1921 წელს  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმის პორტიდან  ქვეყანა დატოვა.

საქართველოს არმიის გენერალი, გიორგი მაზნიაშვილი კი, ბათუმში დაბრუნდა და ქალაქის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში თურქეთის არმიის წინააღმდეგ ჩაერთო. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბათუმის განმათავისუფლებელ ბრძოლებში ქალაქის დასაცავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეები და მებრძოლები ჩამოვიდნენ.

ქალაქის დამცველთა ბრძოლა ბათუმის ქუჩებსა და სტრატეგიულ შენობებთან სამი დღე გაგრძელდა და გამარჯვებით დასრულდა. დაიღუპა 84 ადამიანი. მათი ნაწილი  ბათუმში, 23 მარტს დღევანდელ გმირთა მოედანზე პატივით დაკრძალეს.