ვაქცინაციის მე-6 დღე - აჭარაში 390-მდე მედიკოსი აიცრა

21 მარ 2021

ქვეყნის მასშტაბით მედიკოსების ვაქცინაცია მეექვსე დღეა მიმდინარეობს. აჭარაში, ბოლო მონაცემებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინა კიდევ ექვსმა მედიკოსმა ჩაიტარა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვაქცინაცია  რეგიონში საერთო ჯამში 390 -მდე მედიკოსმა ჩაიტარა. რეგიონისთვის "ასტრაზენეკას" 4000-მდე ვაქცინაა გათვალისწინებული.