''ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა

20 მარ 2021

''სამწუხაროა, რომ ეს ეტაპი მოლაპარაკებებისა კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, ჩვენს ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ მნიშვნელოვან ნაწილს არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის ეთქვა  სიმართლე - რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, წინადადება''- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.