ცოცხალი მუსიკა რესტორნებში დაშვებულია

19 მარ 2021

დღეიდან, კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკის დაკვრა ნებადართულია, თუმცა 21 საათის შემდეგ, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რესტორნებში შესვლას კი მომხმარებელი საღამოს 8 საათის შემდეგ ვეღარ ახერხებს, რის გამოც ბენდებსა და შემსრულებლებს რესტორნებში მუშაობის საშუალება მაინც არ მიეცათ.

ბენდი "ლურჯი იალქანი" ერთ-ერთია, რომელიც ბათუმში, არაერთ რესტორანში მიწვევით უკრავდა.

ბენდის წევრები უკვე ერთი წელია რეპეტიციებს სახლში გადიან, თუმცა შემოსავლის გარეშე დარჩენილი მუსიკოსების მოთხოვნა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაა.