ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები

19 მარ 2021

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. 

საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასისა  და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები.