გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 მარ 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წუალიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.