აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 მარ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 145 ადამიანი  მკურნალობს.  მძიმე პაციენტია 19, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.

154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 27.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 845 პირი, აჭარაში - 263 მოქალაქე.