ვაქცინაციის პროცესში აჭარის მაღალმთიანეთი ერთვება

18 მარ 2021

დღეიდან კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში აჭარის მაღალ მთიანეთი ჩაერთო. ასტრაზენეკას ვაქცინა  დღეს  ქედის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში დასაქმებულ მედიკოსებს უნდა გაუკეთდეთ. მ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადება, მედ პერსონალის რეგისტრაცია და მათთან გასაუბრება მიმდინარეობს. ვაქცინაცია ერთდროულად 10 მედიკოსის დარეგისტრირების შემთხვევაში დაიწყება.