აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18 მარ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 155 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 20, ხოლო ხელოვნური  სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.

154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 27.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 894 პირი, აჭარაში - 404.