17 მარ 2021
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია რეაბილიტაცია ოჩხამურში, ცეცხლაურში, ჯიხანჯურში, მუხაესტატეში, ქვედა კვირიკესა და ჩაქვისთავში.