„თავისუფლების კვარტალი“ ხულოში

16 მარ 2021

ხულოში, ''თავისუფლების კვარტლის“ წარმომადგენელი  მინდია ადაძე  ირწმუნება, რომ თვითმმართველობა  პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძეს მსხვილ  ტენდერებს  აგებინებს. საილუსტრაციოდ  მას სოფელ ღორჯომში  სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მოჰყავს.

მისივე ინფორმაციით, პროექტზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბრალდებას მერიაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ტენდერების მოგება კანონმდებლობის შესაბამისად ხდება. ბრალდებას არ ეთანხმება თავად ანზორ ბოლქვაძე.