ბათუმი-ამბასადორის საკითხს მინისტრი გადაწყვეტს

16 მარ 2021

ბათუმის ბულვარში დაგეგმილი ამბასადორის პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ 16 სართულიანი სასტუმროს აშენება ბულვარის ძირითადი მახასიათებლების ხელყოფაა, ეწინააღმდეგება ზღვისპირა პარკის კონცეფციას, ამ პოზიციას კი ამყარებენ არგუმენტებით.

თავის მხრივ, მშენებლობას „ამბასადორის“წარმომადგენლები ბალნეოლოგიური შენობის განვითარებით ხსნიან და ამბობენ, რომ  კანონმდებლობის  დაცვით მოქმედებენ. ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, შეჩერდება თუ არა პროექტის მშენებლობა რამდენიმე დღეში გაირკვევა.