ხვალ უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

17 მარ 2021

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ნინო ნიჟარაძე მინისტრის საათის ფორმატში უწყების მიერ გაწეულ საქმიანობაზე ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. ამის გარდა, ხვალვე პლენალურ  სხდომაზე  უმაღლეს საბჭოს  31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიშს წარადგენს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია.  გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.