დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანი ამხილეს

17 მარ 2021

საგამოძიებო სამსახურმა  დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე  ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოს სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეებით კი შეადგინეს მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დასაბრუნებლად.