აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

17 მარ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  145 პაციენტი მკურნალობს, ამ ეტაპზე მძიმეა 19 პირის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 ადამიანი. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 20.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 339 მოქალაქე, მათ შორის თბილისში - 2 617 პირი, აჭარაში - 352.