საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება

16 მარ 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე.