ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე პირველი ბრძოლა მოიგო

16 მარ 2021

სუმოში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი მიმდინარეობს. მარტის ბაშოს მესამე დღეს ტოჩინიშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. 

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოჩინიშინმა მერვე მაეგაშირა კოტონოვაკა ოშიდაშით დაამარცხა. ლევანს სამი დღის თავზე უარყოფითი ბალანსი 1-2 ზე აქვს.

ქართველი ხვალ მე-7 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდება.