მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ბულვარში ამბასადორის მშენებლობაზე ისაუბრეს

15 მარ 2021

ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე  ბულვარში სასტუმრო ,,ამბასადორის'' მშენებლობაზე და მიმდინარე პროტესტზე ისაუბრეს.    

საბჭოს წევრების ნაწილის, რომლებიც ამასთანავე ''დაიცავი ბულვარის'' წევრებიც არიან, მიაჩნიათ, რომ  მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ბულვარში ნებისმიერ მშენებლობასთან დაკავშირებით. ისინი მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით   ნებისმიერი ქმედება სენსიტიურია და ქალაქის მერიამ და საკრებულომ ამ საკითხზე ყურადღება უნდა გაამახვილოს და მიიღონ ქმედითი ზომები.

საბჭოს თავმჯდომარის თამარ გუდავას განცხადებით, საბჭო მხარეების სურვილის შემთხვევაში, მათი ჩართულობით მზადაა გახდეს მოდერატორი ინვესტორსა და საზოგადოების მოწინააღმდეგე ნაწილს შორის.