სამუშაო შეხვედრა „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში

15 მარ 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციაში უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს  უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.პარტიის ინფორმაციით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რეგიონში არსებულ  აქტუალურ საკითხებს. პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად გოგი ფუტკარაძე დაინიშნა. როსტომ აბაშიძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” აპარატს უხელმძღვანელებს. ინფორმაციას და ვიდეო მასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.