აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

15 მარ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 139 პაციენტი, მძიმეა 23 მათგანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 30 ადამიანი, საკარანბტინე სივრცეში 14, თვითიზოლაციაში იმყოფება 477.