დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება

15 მარ 2021

დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული-ლაბორატორიის საქმიანობის აღდგენას და გამოცდებს არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.