ინდო - ქართული საბჭოს სოციალური კამპანია

14 მარ 2021

ქობულეთის სოფელ ალამბარში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაცია ინდო-ქართულმა საბჭომ. 

ორგანიზაცია ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით ეხმარება.