მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

14 მარ 2021

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სანდრო ნახევარფინალში მასპინძელ არონ სილადისთან 6:15 დამარცხდა, თუმცა საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. პირველი ადგილი ტურნირზე სამხრეთ კორეელმა ო სან უკმა მოიპოვა, მეორე პოზიცია უნგრელმა არონ სილადმა დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ქართველმა სანდრო ბაზაძემ და გერმანელმა მატიას საბჭომ მოიპოვეს.

მსოფლიო თასის გამარჯვებულ რეიტინგში სანდრო ბაზაძემ მე-7 ადგილი შეინარჩუნა. დღეს ფარიკაობაში მსოფლიო თასი გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართება.

საქართველოს ქალთა ნაკრები 12:00 საათზე საწყის ეტაპზე ჩინეთის ნაკრებს, ხოლო კაცთა ნაკრები იმავე ეტაპზე ვენესუელას (17:00 საათზე) დაუპირისპირდება.