მძღოლებმა საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს

13 მარ 2021

საწვავზე გაზრდილი ფასები დღეს ბათუმში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საყვირებით და სიგნალებით რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. მძღოლების მთავარი მოთხოვნა  საწვავზე ფასების რეგულირებაა.

მოქალაქეები მთავრობას 1 კვირიან ვადას აძლევენ და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბათუმის ქუჩებში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.