ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

13 მარ 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით გაემგზავრნენ.

ქართველი მშვიდობისმყოფელები საწვრთნელ მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ  ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.