“დინამო” ბათუმი სამტრედიის წინააღმდეგ

13 მარ 2021

დღეს ‘’დინამო’’ ბათუმი ეროვნული ლიგის მე-4 ტურში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სამტრედიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას სამი ტურის შემდეგ, 7 ქულით ‘’დინამო’’ ბათუმი გორის დილასთან ერთად ლიდერობს.

მატჩი 19 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით შემოგთავაზებთ.