კორონავირუსმა კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

13 მარ 2021

ინფიცირების 344  ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. ასეთია დღეს კოვიდ სტატისტიკა საქართველოში. აჭარაში გვაქვს 8 ახალი შემთხვევა.

12 მარტის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  1.07%  შეადგენს. ვირუსისგან 240  პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი.