აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 მარ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 134 ადამიანი მკურნალობს, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 20, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.

ქვეყნის მასშტაბით, 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში.

1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში რჩება 17 ადამიანი.