ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალშია

10 მარ 2021

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და დოჰას ტურნირის მეოთხედფინალშია.

ნიკა მერვედფინალში 37 წლის ვეტერან ტუნისელ მალეკ ჯაზირს შეხვდა და მარტივად ორ სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტუნისელი მეტოქის დამარცხება 1 საათსა და 17 წუთში შეძლო. ერთეულთა თანრიგში ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, ბასილაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიგო.

პირველ სეტში მან ავსტრალიელი ჯონ მილმანის სამ სეტში დაამარცხა. მსოფლიოს 42-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცოტა ხანში გაირკვევა.

მეოთხედფინალში გასავლელად ერთმანეთს ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და 28-ე ჩოგანი ბრიტანელი დანელ ევანსი იბრძვიან.

პირველი სეტი ფედერერმა ტაი ბრეიკში მოიგო - 7:6 (10:8). ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ტურზე მეოთხედფინალში გასვლა წელს მეორედ მოახერხა, პირველად ეს მან იანვარში ანტალიაში შეძლო.