საკონსტიტუციო უმრავლესობა მე-9 მოწვევის პარლამენტში ''ქართულ ოცნებამ'' მიიღო - შეფასებები

30 ოქტ 2016

წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებამ“ მიიღო. ქვეყნის საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის გადანაწილდება.