საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

10 მარ 2021

საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 44, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.