ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის დროს შუქი ჩაქრა

09 მარ 2021

ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას ელექტროენერგია გაითიშა.

შუქის ჩაქრობის გამო, სხდომაზე მცირე შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის, პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა დებატები არ განახლებულა.