პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა იწყება

09 მარ 2021

პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა დღეიდან იგეგმება. კვლევის მიხედვით  უნდა გაიწეროს ალგორითმი და დაიგეგმება თუ რა სერვისი უნდა მიეწოდოს  მათ. გამოსაკვლევთა სიაში მოხვდნენ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც ვირუსი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.კვლევის მიზანი პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების პროცენტული მაჩვენებლის  დადგენაა. უნდა გამოიკითხოს დაახლოებით 500-მდე ადამიანი.