აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

09 მარ 2021

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა დატოვა 11 პირმა.

ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს - 101 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -12, ონლაინ კლინიკაში - 71.