აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

08 მარ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 163 პაციენტი.  მძიმეა 26-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 3. 

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 19 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 505.