კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

07 მარ 2021

გამოცემა ბლუბმბერგის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 7 მილიონ 500 ათასზე მეტ ადამიანს უტარდება, შესაბამისად კი ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-ის აცრას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება.