საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

07 მარ 2021

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 234-ით გაიზარდა. ბოლო 24  საათში ვირუსისგან განიკურნა 349 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 919 კვლევა.

აჭარაში გვაქვს ინფიცირების - 10 ახალი შემთხვევა. რაც შეეხება აქტიური შემთხვევების რიცხვს 2 556-ია.