სოფელი ბუკნარი - ერთიანობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი

06 მარ 2021

მორიგი შაბათობა აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილის  დასასუფთავებლად. უკვე 2 თვეა ადგილობრივები ბუკნარს  საკუთარი ძალებით ასუფთავებენ.

სოფლისადმი სიყვარულმა ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანი გააერთიანა. სოციალურ ქსელში შექმნეს ჯგუფი საკუთარი აზრების გასაზიარებლად. ნუ დაელოდები სახელმწიფოს, თავად მოუარე შენს სოფელს - ეს ბუკნარის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია.