ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა  სომხეთი 5:0 დაამარცხა 

06 მარ 2021

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის გუნდი  ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.  მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება, საფრანგეთი საკუთარ მოედანზე რუსეთს უმასპინძლებს. საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან განმეორებითი დაპირისპირება 10 მარტს ერევანში შედგება.