პირველმა მოდერნიზებულმა სუ-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

06 მარ 2021

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.

სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო  საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, განხორციელდება.