ავარია ქედაში - დაშავდა 4 ადამიანი

06 მარ 2021

სოფელ ზვარესთან  ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  4 ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გამოძიება  276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს , რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.