განათლების სამინისტრომ წიგნების გრიფირების პროცესი დაიწყო

05 მარ 2021

IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო.

განათლების  სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე  grifireba.emis.ge-ზე სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა. 

გრიფირების ელექტრონულ პორტალზე 18 მარტის ჩათვლით საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი.  რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო მეორე   ივნისის დასაწყისში დასრულდება.