ენმ-ის გორის ოფისზე თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ

05 მარ 2021

გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით ოთხივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. ბრალდების მხარის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ  2 მარტს ბრალდებულებმა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება დააზიანეს , რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.