პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ

05 მარ 2021

"ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება, გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ და იგეგმება კრიმინალური პოლიციის რეფორმა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. თქვა , რომ რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. გომელაურის თქმით, ქვეყანაში იკლო  მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის,  ძარცვის,  გამოძალვისა და  ქურდობის ფაქტებმა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა , რომელიც ითვალისიწინებს კითხვა პასუხის რეჟიმსაც მინისტრსა და დეპუტატებს შორის.