დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს

05 მარ 2021

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს და ვიზიტორების მიღებას შეძლებს.

დღეიდან დელფინარიუმში ფასდაკლების აქციაც ამოქმედდა, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრები: ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლეები, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები.

პირველი მარტიდან უკვე გაიხსნა ბათუმის აკვარიუმიც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.​

დღეს, არჩილ ჩიქოვანი დელფინარიუმში იმყოფებოდა, გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და ადგილზე შეაფასა დადგენილი რეგულაციების შესრულება.