აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05 მარ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

​ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 160 პაციენტი. მძიმეა 28 პირის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება -2.

აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 35 პირი, საკარანტინო სივრცეში 19, თვითიზოლაციაში რჩება 449.