საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

05 მარ 2021

საქართველოში დღეს კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,77 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,62.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.