„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ

04 მარ 2021

,,თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ გამართეს.